19 მაისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრება გაიმართა.
გასაუბრების დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართა, მანამდე კი განაცხადების მიღება მიმდინარეობდა. ვინ დაიკავებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ თანამდებობებს ჯერჯერობით უცნობია.
![](https://live.staticflickr.com/65535/52084005001_ed483f98d0_c.jpg)
ვაკანსიები შემდეგია:
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
- მერიის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
- მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
- მერიის საორგანიზაციო განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, სამსონ პჯოიანის სიტყვებით, კონკურსი ორ ეტაპად ტარდება: პირველი ეტაპი საბუთების მიღებას ეხება. განაცხადი 34-მა მოქალაქემ შეიტანა, მეორე ეტაპი იყო გასაუბრება, სადაც მონაწილეობა მიიღო 29 ადამიანმა, საიდანაც ოთხი აირჩევა.
არჩევნების შედეგები მალე გახდება ცნობილი.
![](https://live.staticflickr.com/65535/52082972512_4f2b50b2d8_c.jpg)