20 მაისს ნინომინდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარმა დარეკა.
სკოლაში წელს 33 მეთორმეტეკლასელი იყო. ბოლო ზარი მოსწავლეების, მასწავლებლებსა და მშობლებისთვის დიდი დღესასწაულია.
დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა კურსდამთავრებულებს ბედნიერი გზა უსურვეს. მათ მისალოცად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ მისულნი.
ხალხი, რომელიც დღესასწაულზე მიიჩქარის, ლამაზად ჩაცმული ახალგაზრდები, ყვავილები, მუსიკა, გამოსამშვიდობებელი სიტყვები… ეს სწორედ ის დღეა, როდესაც მოსწავლეები იხსენებენ გასულ წლებს და სკოლის მხიარულ და უდარდელ დღეებს. ისინი მშობლიურ სკოლას ემშვიდობებიან.
წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სკოლა 290-მდე მოსწავლემ დაამთავრა.