ნინოწმნდის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე წმ. ბერი გაბრიელის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობა შემოწირულობებით ფინანსდება.
„ბევრი გვეხმარება მატერიალურად, მაგალითად, სამშენებლო მასალებით. რამდენ ხანს გაგრძელდება მშენებლობა ჯერჯერობით უცნობია. მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული“, – ამბობს მამა ავთანდილი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ნინოწმინდაში ეწეოდა თავის საქმიანობას.
ამ ეტაპზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები მიმდინარეობს.