ნინოობა – წმინდა ნინოს, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელის მოხსენიების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს მოხსენიებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს საქართველოში მოსვლის დღეს.
სოფელ ფოკაში ათობით მორწმუნე შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან, სადაც წმინდა ნინოს მონასტერთან ფარავნის ტბის სანაპიროზე წირვა გაიმართა.
ამ დღეს წმინდა წირვა აღესრულება მორწმუნეების გასაცილებლად წმინდა ნინოს მიერ გავლილ გზაზე.
ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სიზმარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმინდა ნინოს გამოეცხადა და ვაზის ჯვარი გადასცა, რითაც იბერიის მკვიდრნი აკურთხა. 319 წელს საქართველოში ჩამოვიდა წმინდანი, რომელმაც ხალხს ღვთის სიტყვა გადასცა. ფარავნის ტბასთან საქართველოში ჩამოსული წმინდა ნინო მცხეთელ მწყემსებს შეხვდა, რომლებმაც განმანათლებელს თავიანთი მიწის შესახებ უამბეს. ნინომ გზა მწყემსებთან ერთად გააგრძელა და საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას მიაღწია.
ამის შესახებ დაწვრილებით მიტროპოლიტმა სერაფიმემ გვიამბო.