ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა. მას ქართული კულტურის აკვანსაც კი უწოდებენ. აქ შესაძლებელია უძველესი ცივილიზაციების მიერ აგებული ციკლოპური ციხე-ნამოსახლარების, არქიტექტურითა თუ ფრესკული ნიმუშებით გამორჩეული ქრისტიანული როგორც ქართული, ასევე სომხური ძეგლების ნახვა ( აბულის ციხე, სათხისა და თორიის ციკლოპური ციხეები, კუმურდოს მონასტერი და სხვ.).
გარდა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა, ეს მხარე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით. ჯავახეთის ბუნებრივი ძეგლებია: საქართველოში უდიდესი ტბა ფარავანი, მის მახლობლად მდებარე საღამოს ტბა, კარწახის, მადათაფისა და ხაჩალის ტბები, რომლებიც დაცული ტერიტორიების სიაში შედიან. აბულის მთის ფერდობზე მდებარე ლევანის ტბა. ვულკანური წარმოშობის მქონე სამსარის ქედი და მრავალი სხვა.
სამცხე-ჯავახეთში ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს მრავლად ვხვდებით, მათ შორის წითელ წიგნში შესულ ჯიშებსაც. რეგიონში გვხვდება ობსიდიანის, აქატის, მურა ნახშირის და პერლიტის საბადოები.
ფოტოები რადიო NOR-ის არქივიდან
ბოლო წლების განმავლობაში ჯავახეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი მხარე გახდა.
სოფელ სამების გველებმა ტურისტების დაინტერესება გამოიწვია
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ერთ-ერთი რეინჯერის, ჰაიკ პოდოსიანის თქმით, ჯავახეთს უამრავი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. ისინი ძირითადად ტბების მოსანახულებლად და აქვე მობინადრე ფრინველებზე დასავირვებლად ჩამოდიან, თუმცა პოპულარულია ასევე ე.წ. „ვეფხვის კანიონი“, რომელიც სოფ. პატარა ხანჩალთან მდებარეობს. „ადრე ძირითადად სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ჩამოდიოდნენ, ახლა კი უცხოელი ტურისტების რაოდენობამაც მკვეთრად მოიმატა. მაგალითად ბოლო პერიოდში გერმანიის საელჩოდან გვყავდა სტუმრები.“ – ამბობს ჰაიკი.
ვიზიტორთა ცენტრი ტურების გარდა მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სერვისებსაც, როგორიცაა მაგალითად თევზაობა, სხვადასხვა ტრანსპორტით (ველოსიპედები, ელექტრონული ველოსიპედები, ნავები) უზრუნველყოფა, ცხენების ქირაობა და სხვ. დეტალური ჩამონავალი შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების გვერდზე.
ნინოწმინდაში ამჟამად მოქმედებს ტურისტული ცენტრი „ალმაზი“, რომელიც თავის საქმიანობას წელს იწყებს და ჯავახეთის ტურისტულ განვითარებაში დიდ პოტენციალს ხედავს. „ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ ის რაც გვაქვს და შემდგომ გადავგათ ნაბიჯები ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის“ – აცხადებს ლენა მზიკიანი, ტურისტული ცენტრის დამფუძნებელი.
უფრო დაწვრილებით ცენტრის საქმიანობისა და ჯავახეთში ტურიზმის განვითარების შესახებ ლენა მზიკიანმა ისაუბრა.
იხილეთ ასევე: