სასკოლო ატესტატის გაცემა იწყება 2022 წლის 20 ივნისს და გაგრძელდება მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე. საბუთის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. თუ დაინტერესებული პირი წელს არ მიმართავს საბუის ასაღებად, მომავალ წელს მას გადაეცემა დოკუმენტის დუბლიკატი.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ატესტაის ასაღებად?
სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების მსურველებმა სერვის ცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- დაბადების მოწმობა – იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
- სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა – თუ განცხადება შეტანილია დაინტერესებული პირის წარმომადგენლის მიერ;
- დოკუმენტის დაჩქარებული გაცემის შემთხვევაში – ქვითარი მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ.
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მოთხოვნით განცხადებას უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:
- დაინტერესებული სრუწლოვანი პირი პირადად;
- დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
- არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი.
რა შემთხვევაში გაიცემა ატესტატის დუბლიკატი?
სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას. ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
- თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
- თუ დაინტერესებულმა პირმა პირველადი ატესტატის მიღების შემდეგ შეიცვალა სახელი ან გვარი;
- თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.
ატესტატის გაცემის ღირებულება
პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. თუმცა სხვადასხვა დოკუმენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებული რეფორმა ატესტატებსაც შეეხო.
- განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია – 45 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია – 65 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია – 85 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია – 95 ლარი.
იხილეთ ასევე: