მიმდინარე წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ თანხა გამოყო.
სამ სოფელში უკვე წყლის მილების რემონტი განხორციელებულია. ეს სოფლებია ფოკა, უჩმანა და დიდი არაგიალი. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გორელოვკაში. კომპანიის დირექტორის თქმით, სამუშაოები ერთ თვეში აქაც დასრულდება.
სასმელი წყლის ძველი მილები ახლებით იცვლება. ოთხ სოფელში 2 კილომეტრის წყლის მილი უნდა გაიყვანონ. სოფელ გორელოვკაში წყალი გაჰყავთ აუზთან ახლოს. წყალი გაიფილტრება და მოსახლეობა სუფთა წყალს მიიღებს.
მუნიციპალიტეტის მერიიდან ამ სამუშაოების შესასრულებლად 65 000 ლარის ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი. გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც შპს “გაზმშენმა” მოიგო.
კომპანიის დირექტორის თქმით ისინი გააგრძელებნ იმ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც გაზ და წყალმომარაგებასთან იქნება კავშირში.
შპს “გაზმშენი” 14 წლის წინ იყო დაფუძნებული და ორი მიმართულებით მუშაობს. ესენია წყლისა და გაზმომარაგების სამუშაოები. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. ნინოწმინდის გარდა 4 სხვა ტენდერშიც არიან ჩართულნი. ყველაზე ხშირად მარნეულში, თბილისსა და დასავლე საქართველოში ეწეოდნენ საქმიანობას.
სოფელ დიდ არაგიალში ასევე გარემონტდა აუზის დაზიანებული ნაწილიც.
უფრო დაწვრილებით ამის შესახებ კომპანიის დირექტორ ალიკა კუხილავას ვესაუბრეთ.