ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის მოსახლეობა ჩივის, რომ ყოველწლიურად მცირდება მეცხოველეობისთვის საძოვრების ფართობი და მესაქონლეობას ვეღარ ახერხებენ.
მოსახლეობის თქმით, საარსებო წყარო მხოლოდ სოფლის მეურნეობაა. თუმცა სოფლის საძოვრებს უმეტესად მომთაბარეები ხმარობენ და მოსახლეობას პირუტყვი ვერ გაჰყავს საძოვარზე. როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, 500-მდე ჰექტარის მიწა მომთაბარეებს ეკავათ, ცხვრებს უშვებდნენ და მთელი ეს ტერიტორია დაშრა.
ჩვენ ავედით მთებზე, ვაჩვენეთ მიწის საზღვრები, რომელია ჩვენი ტერიტორია და რომელი მათი. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, მათ უკვე დაიწყეს სოფლის საძოვრების შემოღობვა, ტერიტორიების გაყოფა, რათა მომთაბარეებმაც და სოფლის მცხოვრებლებმაც საქონელი საძოვრებზე გაუშვან.