7 და 8 ივლისს სომხეთის (ტავუში, შირაკი, ლორი) ინოვაცური ცოდნის ჰაბების აქტვისტები გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში ნინოწმინდაში იმყოფებოდნენ.
ამ ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, აქ მდებარე ინოვაციური ცოდნის ჰაბების, ხალხის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ახალგაზრდები 4-6 ივლისს იმყოფებოდნენ გორსა და ახმეტაში, სადაც ჰაბების საქმიანობას და მათ წევრებს ეცნობოდნენ, რის შემდეგაც ჩამოვიდნენ ნინოწმინდაში.
7 ივლისს ვორქშოფი განხორციელდა, სადაც ახალგაზრდებმა დაგეგმეს სომხეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი ღონისძიებები სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების გაძლიერების მხრივ. ტრენინგის შემდეგ ისინი სოციალური ნინოწმინდაში არსებული საწარმოებისკენ გაიმართნენ.