რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, „ჰაიოს-ქართლოსის“ პარკიდან ახლად დარგული ყვავილები მოიპარეს.
ჩვენ გავედით პარკში, რათა გაგვერკვია, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს. პარკში მყოფი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ არ იყო ადგილზე ყვავილები და ბუჩქები ჯერ არ დარგულებიდან, ერთი კი მიწიდან იყო ამოღებული. “ჩვენ ვშრომობთ, ვუვლით ამ მცენარეებს, ვიღაც კი მოდის და უნებართვოდ იღებს მას, დაყრილ ნაგავზე საუბარი ხომ ზედმეტია.” – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
მოსახლეობა დაუდევრად ექცევა პარკს და პატივს არ სცემს სხვის შრომას. რამდენიმე კვირის წინ პარკში დიდი რაოდენობით ნაგავი იყო დაყრილი. მისი რაოდენობა ახლაც არა ნაკლები. ნაგვის ურნები ჯერ არ არის დადგმული, მაგრამ პარკის შესასვლელთან დგას ურნა, სადაც შეიძლება ნაგვის ჩაყრა. “უფრო ადვილია ნაგვის სკამების და ბუჩქების ქვეშ დაყრა, ვიდრე 50 მეტრს გავლა და ურნაში ჩაგდება” – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.
იმის გასაგებად, დამონტაჟდება თუ არა კამერები პარკში, ჩვენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მივმართეთ, სადაც სამსახურის უფროსმა, არმენ ბდოიანმა გვითხრა, რომ პროექტით კამერები არ არის გათვალისწინებული, თუმცა შესაძლებელია მათი დაყენება, პროექტის ფარგლებს გარეთ. ასევე მან აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრთან არსებული კამერები პარკის ტერიტორიასაც მოიცავენ და აფიქსირებენ ყველაფერს.
ჯარიმები ნაგვის დაყრისთვის
- ქუჩაში 2 კგ-მდე ნარჩენის დაყრა – 80 ლარი, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 100 ლარი;
- 2 კგ-ზე მეტი ნარჩენის ქუჩაში გადაყრა – 150 ლარი, ხოლო ფანჯრიდან – 500 ლარი;
- ხუთი და მეტი საბურავის დაყრისთვის – 500 ლარი;
- სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 400 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 1 ათასი ლარი.
იხილეთ ასევე: