ნინოწმინდელმა სპორტსმენმა კარატეს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა/ ვიდეო

ნინოწმინდელმა სპორტსმენმა კარატეს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა/ ვიდეო

16-17 ივლისს ბათუმში კარატეს “ღია ტურნირი” ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებები კატაში, კუმიტეში და პარაკარატეში გაიმართა კადეტებში, იუნიორებსა და უფროსებში, რომლებმაც იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში.

ნინოწმინდელი კიმა ნორსოიანი 3 კატეგორიაში მონაწილეობდა. პირველი კატეგორიაა 16-17 წლის „კატა“, მეორე კატეგორია ამავე ასაკობრივი კატეგორიის „კუმიტე“ და მესამე 18 წელზე უფროსი ასაკის „კატა“. “კატას” ორ სექციაში კიმამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო “კუმიტეში” – მეორე. სპორტსმენი სამი მედლით (2 ოქროს და 1 ვერცხლის) დაბრუნდა.

“ძალიან დინამიკური და რთული შეჯიბრის შემდეგ, მე მაინც შევძელი ჩემი ტიტულის შენარჩუნება” – ამბობს კიმა.

დეტალები აუდიოჩანაწერში

Radio NOR · Спортсменка из Ниноцминда вернулась с победой

ვიდეო

იხილეთ ასევე: