წელს უამინდობის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნათესებს უკვე ორი სერიოზული დარტყმა მიაყენა: ჯერ სეტყვა, ახლა ყინვები.
25 ივლისის ღამეს ძლიერმა ყინვებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში კარტოფილის ყანების ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა.
როფორც მოსახლეობა ამბობს, ეს ძალიან ცუდად აისახება კარტოფილის მოსავლიანობაზე. აქამდე სეტყვამ დააზიანა ყანები, ახლა კი ყინვებმა, ამას აღარაფერი უშველის.
ამჟამად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყანები სხვადასხვანაირად გამოიყურება. არის მეურნეობები, რომლებმაც გაუძლეს მოვლენებს, თუმცა არის ისეთი მინდვრებიც, სადაც ყველაფერი გაფუჭდა.
აგროსექტორის სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ 1-2 დღის ლოდინს, შემდეგ კი მოსავლის ნაწილის შესანარჩუნებლად ფუნგიციდებით, მიკროელემენტებითა და სტიმულატორებით მკურნალობის ჩატარებას.