ქალაქ ნინოწმინდაში დაიწყო დაზიანებული გზის საფარის რემონტი.
2 აგვისტოდან ქალაქ ნინოწმინდის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე, დაიწყეს გზის დაზიანებული საფარის მოხსნა, ასფალტის ახალი ფენით ჩასანაცვლებლად.
სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახავტოგზა”, რომელმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება მოიპოვა. გამოყოფილია 100 000 ლარის ოდენობის თანხა. სარემონტო სამუშაოები 5 კვირა გაგრძელდება.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, ქალაქის გზების გარკვეული დაზიანებული ნაწილის რემონტი მოხდება, რომელიც მოიცავს ასევე ორმოების ამოვსებას.