19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წლის თორმეტი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ფერისცვალებას აღნიშნავს.
ამ დღეს ყველა ეკლესიასა და ტაძარში წირვა ტარდება. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ ფერი იცვალა და სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე გამოავლინა თავისი ღვთაებრივი დიდება.
ნინოწმინდაში ლოცვები და წირვები უკვე დიდი ხანია, რაც დედათა მონასტერში ტარდება. მართლმადიდებელი ტაძრის მშენებლობა აქ წელს დაიწყეს. დედა იოანას სიტყვებით, ადრე ბევრი ხალხი დადიოდა მონასტერში, ახლა კი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა ლოცვები მაინც ყოველთვის იკითხება და ყველა დღესასწაული სათანადოდ აღინიშნება.