ოფიციანტის საქმიანობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არაპრესტიჟულ და საზოგადოების მიერ განსაკიცხ პროფესიად ითვლებოდა. რესტორნების სტუმრები უხამსად ეპყრობოდნენ ოფიციანტებს, უყურებდნენ ისე, როგორც უპატიოსნო ქალებს. ადგილობრივი ქალები ამ საქმეს მაშინაც ერიდებოდნენ, როცა ფული სჭირდებოდათ. რესტორნების მომსახურების სექტორში ძირითადად მუშაობდნენ ქალები სხვა მუნიციპალიტეტებიდან ან მეზობელი სომხეთიდან. თუმცა, ახლა, არფინეს თქმით, მომსახურე პერსონალის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
40 წლის არფინე მზიკიანს არ რცხვენია თავისი საქმის. არფინე მუდმივად მუშაობდა და უმუშევარი არასდროს ყოფილა. მუშაობდა ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში, მაღაზიაში. იგი თვლის, რომ სურვილის შემთხვევაში, სამუშაოს პოვნა შეიძლება. „ამჟამად მე ვერ ვხედავ ნეგატიურ დამოკიდებულებას სარესტორნო ბიზნესის მიმართ. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ რესტორნის ყველა თანამშრომელი, იქნება ეს მიმტანი, მზარეული თუ დამლაგებელი, ჩვეულებრივი ადამიანია. ახლა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მადლიერ დამოკიდებულებას ვამჩნევ. ყველა არ თანხმდება რესტორნებში მუშაობაზე, ფიქრობს, რომ ეს არ არის საჭირო, სირცხვილია, მაგრამ მას შემდეგ რაც იწყებენ მუშაობას, უკვე ხვდებიან, რომ ამაში უცნაური, სასაცილო და შესარცხვენი არაფერია. თითოეულ ადამიანს აქვს კომპლექსები და საკუთარ თავის წინაშე სხვადასხვა პრობლემებს აყენებს. მაგრამ როცა ადამიანი რისკავს, ხედავს, რომ ამ საქმეში პრობლემური არაფერია“.
არფინე ფიქრობს, რომ სამსახურის შოვნაში ოჯახურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. “შესაძლოა პატარა ბავშვი გყავდეს სახლში და შესაბამისი სამსახური ვერ მონახო”. სამუშაოს ძიებისას ნებისმიერი პრობლემა ადამიანის გონებაში წარმოიშვება. თუ მას აქვს სურვილი ამ სფეროში მუშაობის, მას შეუძლია სამუშაო საათებისა და ოჯახური საქმეების შეთავსება.
ამ პროლემის გადაწყვეტას არფნე ფსიქოლოგთან გასაუბრებაში ხედავს, რომელიც ცხოვრებას სხვა ჭრილში დაანახებს, არა ისე, როგორც მეზობლები ან ნაცნობები, რომლებიც სულ სხვა რჩევებს აძლევენ.
არფინე ამბობს, რომ თავის სამუშაო ადგილზე ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის განსხვავება არ არის. ისინი ერთი და იგივე სამუშაოს აკეთებენ და გივე ანაზღაურებას ირებენ. მამაკაცები ქალებს მძიმე სამუშაოს შესრულებას არ აძლევენ. ეს ყველაფერი ორმხრივ საფუძველზეა
არფინე, გარდა იმისა, რომ სამსახურში იღლება, სხვა პრობლემას ვერ ხედავს. რესტორანში 5 წელია, რაც მუშაობს. კონფლიქტი არასდროს არ ჰქონის. “იმის გამო, რომ თითქმის 24 საათი ვმუშაობთ, ძალიან ვიღლები. მაგრამ, როცა კარგ ანაზღაურებას იღებ, დაღლილობა აღარ გახსენდება. სამსახურში, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეებია. დღევანდელ პირობებში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, მხოლოდ მეუღლის გამომუშავებული თანხით ნორმალურად ცხოვრება შეუძლებელია. მეუღლე საზრვარგარეთ მუშაობს და ოჯახს საჭირო ყველაფრით უზრუნველყოფს. მაგრამ, როცა ქალიც მუსაობს, მას შეუძლია დაისვენოს კიდევაც და თავი კარგად იგრძნოს. ოჯახში, სადაც ორივე მშობელი მუშაობს, ბავშვი 18 წლამდეც ცდილობს იმუშაოს და როგორმე დაეხმაროს ოჯახს“.
ჯანმრთელობის პრობლემის გამო მან დროებით შეწყვიტა მუშაობა. არფინეს სამი ვაჟი ჰყავს. ორი სრულწლოვანია, მესამე კი არასრულწლოვანი. უფროსი ვაჟები თბილისში სწავლობენ და პარალელურად მუშაობენ. „ბავშვები ხედავენ, რომ დედა მამასთან ერთად მუშაობს, ამიტომ მათაც უნდათ, რომ იმუშაონ და მშობლებს მხარი დაუჭირონ”.
არფინე სოფელ ეშტიაში კერძო სახლში ცხოვრობს, ბოსტანი აქვს და მეფრინველეობას ეწევა. რთულია საოჯახო საქმეებისა და სამუშაოს შეთავსება, ამიტომ არფინე ადგენს განრიგს, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. ბავშვები მას საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. როგორც არფინე ამბობს, სამსახურიდან ადრე დაბრუნებული საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. მათ ოჯახში ყველაფერი თანაბრად ნაწილდება. „დასვენება იშვიათად არის შესაძლებელი, რამდენიმე თვის შემდეგ მთელი ოჯახი გადადებს ხოლმე საქმეს და ერთად მივდივართ სადმე რამდენიმე დღით დასასვენებლად“.
არპინეს თქმით, მათ ოჯახში გენდერული თანასწორობაა. მას თავად სურს, რომ გენდერული თანასწორობა და კონცეფცია თანაბრად იყოს განაწილებული სხვა სომხურ ოჯახებში, რათა ოჯახში მამაკაცებმა არ თქვან, რატომ უნდა გავწმინდო ან გავრეცხო ჭურჭელი. ამიტომ შვილებს ბავშვობიდან უნდა აუხსნან და ასწავლონ საჭმლის კეთება, ჭურჭლის რეცხვა და როცა სტუდენტები გახდებიან ან სამსახურში წავლენ, პრობლემა არ შეექმნებათ.
“ის, რომ ოჯახში მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებებს, ჩემი აზრით მამაკაცის ახირებაა, რაც ჩვენს ოჯახშიც არის. თუ რაიმე გადაწყვეტილებაა მისაღები ოჯახში, მეუღლეს ვურეკავ რუსეთში და საერთო აზრამდე მოვდივართ. მე არ მიყვარს, როდესაც მამაკაცის ღირსებას ლახავენ”.