30 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წელს 300-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა სკოლა. ნინოწმინდელი აბიტურიენტები ძირითადად „1+4“ პროგრამით აბარებენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებით. წელს ამ პროგრამაზე სულ 1 455-მა აბტურიენტმა ჩააბარა. აქედან 397 სომხურენოვანი მოსახლეობაა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან წელს 19-მა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
აბიტურიენტთა უმეტესობამ საქართველოს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩააბარა, დანარჩენმა კი სომხეთსა და რუსეთში.
ჯავახეთის აბიტურიენტები ბევრ სირთულეებს აწყდებიან, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. საქართველოს სტუდენტები ძირითადად სახელმწიფო ენის პრობლემის წინაშე დგებიან სწავლის დროს, სომხეთის სტუდენტები კი სწავლის შემდგომ აწყდებიან ამ პრობლემას, როდესაც ბრუნდებიან ნინოწმინდაში და სამსახურის პოვნა უჭირთ ენის არცოდნის გამო.
არმენუჰი პოდოსიანმა საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეისწავლა არმენოლოგია და თურქოლოგია. მას ასევე აქვს დამთავრებული შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა, ის მედიევისტია. “ვაპირებ სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურაში ლიტერატურატმცოდნეობის მიმართულებით, რათა ხელი შევუწყო სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების გაღრმავებას და განვითარებას.” – ამბობს ის.
მან “1+4″ პროგრამით ჩააბარა უნივერსიტეტში. სასაუბრო დონეზე მან სახელმწიფო ენა იცოდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდეც. თუმცა პირველ კურსზე გადასვლისას ისიც დადგა ამ პრობლემის წინაშე, რადგან, როგორც ის ამბობს სამეცნიერო ენა ბევრად განსხვავდება სასაუბროსგან. თუმცა ეს სირთულე მალევე დავძლიე.”
“ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა დასაქმებაც, რადგან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დამხმარე მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.” – ამბობს არმენუჰი.
არმენუჰი ფიქრობს, რომ თბილისში უფრო მეტი შესაძლებლობაა, თუმცა ის დაბრუნდა ნინოწმინდაში, რადგან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საჭიროა ქართული ენის გავრცელება და სწავლება. მისი აზრით რეგიონის განვითარების ერთ-ერთი საწინდარი სწორედ ესაა.
სუსანნა სეირანიანი კი პირიქით, ერევანში სომხურ-რუსულ უნივერსიტეტში სწავლობდა 2020 წლამდე. მას ენის პრობლემა არ აწუხებდა სწავლის პერიოდში, რადგან იცოდა სომხური, რუსულს კი სკოლაში სწავლობდა. “ენის ან ინტეგრაციის პრობლემა საერთოდ არ მქონია, რადგან სომხური ჩემი მშობლიური ენაა და ყველაფერი ძალიან კარგად მესმოდა.” ამბობს ის.
2020 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ნინოწმინდაში დაბრუნდა და რამდენიმე თვე უმუშევარი იყო. “ნინოწმინდაში სამსახურს არც კი ვეძებდი, რადგან ვიცოდი, რომ ქართული ენის ცოდნაა საჭირო, მე კი მას სრულყოფილად არ ვფლობ, სკოლაში მირებული ცოდნა კი საკმარისი არ იყო.” – ამბობს ის. ის ასევე ამბობს, რომ ნინოწმინდაში სუდენტების დიდი ნაწილი არ ბრუნდება, რადგან კარიერული განვითარება აქ იმდენად არაა შესაძლებელი, რამდენადაც დიდ ქალაქში. როდესაც კორონავირუსის პიკის შემდეგ საზღვრები გაიხსნა, ის დაბრუნდა სომხეთში და იქვე დაიყო მუშაობა. “მე ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, სხვა სფერო ავირჩიე. მაგრამ მაინც სომხეთიდან წასვლაც არ მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ აქ უფრო ბევრ რამეს მივაღწევ.” – ამბობს სუსანნა.
ამის შესახებ არმენუჰი პოდოსიანი გვესაუბრა.