დღეს, 6 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ორგანიზაცია HEKS EPER Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნინოწმინდის მერმა – ანივარდ მოსოიანმა, და პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმებით მხარეები თანხმდებიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელების პროცესებში.
მემორანდუმის მიხედვით, მერია მხარს უჭერს:
- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა საგანმანათლებლო/საინფორმაციო აქტივობებში მონაწილეობას;
- მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ადვოკატირების კამპანიების მოთხოვნების გათვალისწინებას გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შეფასების მიზნით.
ორგანიზაცია კი იღებს ვალდებულებას, რომ:
- უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
- ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა აქტივობებში ჩართულობას;
- მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის საპროექტო ინიციატივების განხორციელებას.
პროექტი ხორციელდება ორ რეგიონსა (ქვემო-ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) და 6 მუნიციპალიტეტში (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, მარნეული, ბოლნისი, დმანისი) და დაიწყება ოქტომბერში.
“მომავალში გათვალისწინებული გვაქვს საგრანტო კონკურსიც ადვოკატირების მიმართულებით, სადაც გვინდა რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული, შემდეგი წლის მუნიციპალური ბიუჯეტი კი უფრო დახვეწილი იყოს.” – ამბობს პროექტის მენეჯერი, გიორგი თვალიაშვილი.
მერიასთან თანამშრომლობის გარდა პროექტი ითვალისწინებს სამ მიმართულებას:
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
- ბიზნესის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი მედიის განვითარება.
“ამ მემორანდუმით ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საზოგადოების გასაძლიერებლად” – ამბობს, გიორგი თვალიაშვილი.
ამაზე დეტალურად გიორგი თვალიაშვილმა ისაუბრა.