ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სტაფილოსა და ჭარხლის მოსავლის აღების სეზონია.
მოსავლის აღება სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. კარტოფილისგან განსხვავებით, სტაფილოს მთლიანად ხელით კრეფენ, რაც უფრო შრომატევადია.
გლეხების სიტყვებით, მოსავლიანობა გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია.
“წელს როგორც მოსავალი, ასევე მისი ფასიც ნაკლებია. 60-80 თეთრი ღირს. კარგი იქნებოდა თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილს გამოყოფდა, სადაც უფრო კარგად გაიყიდებოდა პროდუქტი. ამჟამად მომხმარებელი ადგილზე მოდის ყიდულობს სტაფილოს. ადრე 10 მეასედი ნაკვეთიდან 7 ტონა სტაფილო ამოდიოდა, ახლა კი 2. ალბათ უამინდობის გამოა მოსავალი ცოტა.” – ამბობს ს. დიდი გონდრიოს მკვიდრი კარაპეტ ჰამბარიანი.
ამჟამად, სოფელ დიდ გონდრიოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 1 კილოგრამი სტაფილო 60-80 თეთრი ღირს, ჭარხალი კი – 50-60 თეთრი.
აღსანიშნავია, რომ სტაფილოსა და ჭარხლის მოყვანით ძირითადად გონდრიოს სასოფლო თემის მოსახლეობა არის დაკავებული.