საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დაიწყო სათესლე კარტოფილის მოყვანის მეურნეობის პროგრამა. ეს პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდებოდა, მაგრამ სხვა ორგანიზაციის მიერ.
პროგრამის ფარგლებში სათესლე კარტოფილის წარმოების ორი ფერმა აშენდა სამცხე-ჯავახეთში, ერთი ახალქალაქში, მეორე ახალციხეში. პროგრამის მიზანია საქართველოსთვის სათესლე კარტოფილის წარმოების ბაზის შექმნა, ფერმერების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მაღალი ხარისხის კარტოფილის თესლზე, ფერმერების შემოსავლისა და პროდუქტის წარმოების გაზრდა.
ჯავახეთის მეკარტოფილეებისთვის ტრენინგები ჩატარდა, სადაც ექსპერტებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დამუშავდეს მიწა დასათესად, შემდეგ კი თვითონ პროდუქტი. ჯავახეთში რამდენიმე ჯიშის კარტოფილი მოჰყავთ, რის შემდეგაც ადგილობრივ ფერმერებს შეუძლიათ კარტოფილის თესლის აღება და მოყვანა.
გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში წარმოებული კარტოფილი გაფუჭდა იმის გამო, რომ სპეციალურ სამაცივრო სივრცეში კლიმატკონტროლი არ იყო ჩართული.
ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციის მობილიზატორის ვაღარშაკ შაჰბეკიანის თქმით, არსებობს მრავალი სერვისი, რომლითაც მეკარტოფილებს შეუძლიათ გამოიყენონ კარტოფილის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი მათგანია ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს შეუძლიათ თავიანთი ნაკვეთის მონიტორინგი. რეგისტრაციისას მათ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ტერიტორიებია მორწყული ან განაყოფიერებული, რა ამინდი შეიძლება იყოს მოცემულ ტერიტორიაზე და ა.შ.
გარდა ამისა ახალციხეში ასოციაციის რეგიონალური ოფისი გაიხსნა, სადაც დანტერესებული პირები შეძლებენ სასურველი ინფორმაციის მიღებას.