ნინოწმინდა-გორელოვკას გზაზე თვითნებურად ნაგავსაყრელია მოწყობილი. წინათ ჩვენ გვქონდა გაშუქებული, რომ ნაგვის რაოდენობა გზის ამ მონაკვეთზე დღითიდღე იზრდება.
უკვე მესამე წელია, რაც მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე ნაგავს ყრის. დღეს ამ ტერიტორიაზე გავლისას კი შევნიშნეთ, რომ დგას ტრაფარეტი, რომელზეც ქართული და რუსული სიტყვებით წერია “მუსორნაია свалка”.
ეს ტერიტორია მდებარეობს საბაჟო პუნქტის ნინოწმინდა – ბავრისკენ მიმავალი მთავარი გზის გვერდით და ამ მონაკვეთის გავლით მოჩანს პლასტმასის პარკები, გაფუჭებული კარტოფილი, დამტვრეული ფიქალები, ნაგავი, რაც ანტისანიტარიას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქშიც და სოფლებშიც ნაგვის ურნების რაოდენობა მატულობს, მოსახლეობა ნაგავს მაინც სხვაგან ყრის.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერტორიის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწებიც არის.