რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში ქალაქის მერმა ანივარდ მოსოიანმა ჩვენთან საუბარში ახსენა, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ცენტრალური პარკის მშენებლობა დასრულდებოდა. თუმცა, მიმდინარე სამუშაოებზე დაკვირვების შემდეგ, კითხვა გაჩნდა. შეძლებენ თუ არა წელს ცენტრალური პარკის სრულად აღდგენას?
ჩვენ ადგილზე მყოფ მშენებლებს დაველაპარაკეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ წელს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა სამუშაო დასრულდება. ოქტომბრის ბოლოს უკვე მზად იქნება ღობეები, უკვე დაბეტონებულია ბილიკები, სადაც ასევე აგებენ ქვაფენილს, დასრულდება სველი წერტილებისა და, შესაძლოა, სათამაშო მოედნის მშენებლობა.
მუშებმა ასევე აღნიშნეს, რომ დანარჩენი ობიექტების მშენებლობა სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.
პარკის გარშემო ხელოვნური მწვანე ღობე იქნება. რუკაზე მონიშნული ტერიტორია (4995 კვ.მ) პარკის ნაკვეთში არ შედის. იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ სარგებლობაში აქვს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას. აქ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია შენდება.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან by Radio NOR on Scribd
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს 4 წელი და მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს.