22 – 23 ოქტომბერს სომხეთში, ძორაღბიურის დასახლებაში, გაიმართა ყოველწლიური “მოსავლის ფესტივალი: სოფლის ცხოვრება და ტრადიციები.
უკვე 9 წელია, რაც ორგანიზაცია Green Lane, რომელიც სომხეთში მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს, ამ ფესტივალს ატარებს. აქ წარმოდგენილნი იყვნენ მეწარმეები სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
საქართველოდან ფესტივალზე იყვნენ მეწარმეები გორიდან, ახმეტიდან და ნინოწმინდიდან, რომლებმაც საკუთარი პროდუქტი წარადგინეს. ეს საწარმოებია:
- ჯანსაღი ხემსი – ვაშლის ჩიფსების საწარმო “ჩემპი”, ტექსტილის გადამამუშავებელი საწარმოები “ლიდერი” და “ბამანე” გორიდან;
- ბალახეული ჩაის სოციალური საწარმო “Rund Tea” ნინოწმინდიდან;
- “მენდე” ხის გადამამუშავებელი სოციალური საამქრო ახმეტიდან.
აღნიშნული საწარმოები დაფინანსებულია პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელსაც CENN ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს 2019 წლიდან KRDF-თან და Green Lane NGO-სთან ერთად.