2022 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთში 121 ოჯახური ძალადობის შემთხვევაა გამოვლენილი.
საქართველოში დღითიდღე მატულობს ოჯახური ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.
ოჯახური ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა და იძულება.
ფემიციდი – ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უფლებების დაცვასა და ოჯახურ ძალადობაზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ბევრი ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა ტარდება, სადაც მონაწილეები ეცნობიან კანონებს, საკუთარ უფლებებს, ოჯახური ძალადობის ფორმებს და მათი აღმოფხვრის გზებს. თუმცა ბევრმა მათგანმა მაინც არ იცის, თუ რა უნდა მოიქმედოს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. ჩვენ ნინოწმინდის მოსახლეობასთან ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც შევეცადეთ გაგვერკვია, იციან თუ არა მათ, ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ქალაქ ახალქალაქში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი ფუნქციონირებს, სადაც რაიმე სახის დისკრიმინაციის, ძალადობისა და უფლებადარღვევის შემთხვევაში ხალხს დახმარებას გაუწევენ. ოფისის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან, სადაც აწვდიან მათ ინფორმაციას უფლებების, ცხელი ხაზების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას უწევენ.
2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრა პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობისთვის.