თავისუფლების ქუჩაზე და ტერიანის ჩიხში ხიდების მოპირკეთება დასრულდა.
26 ოქტომბერს ზემოაღნიშნული ხიდების განახლება დაიწყო. შესრულებული სამუშაოების შედეგად, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ხიდის მოაჯირები შეიღება.
ტერიანის შესახვევში ხიდს არ ჰქონდა მოაჯირები, რის გამოც სახიფათო იყო ზღვართან დგომა. მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ხიდის განახლებისთვის 6700 ლარი გამოყო.
სამუშაოებს ნინოწმინდაში მოქმედი შპს Dream Project ახორციელებდა. კომპანიამ სამუშაოები 6400 ლარად შეასრულა.