ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში რამდენიმე დღის წინ მგლები თავს დაესხნენ და შეჭამეს სოფლის მაცხოვრებელ ეღიშ არაქელიანის ძროხა.
ამის შესახებ რადიო NOR-თან საუბარში ეღიშ არაქელიანმა განაცხადა. „ძროხა მშობიარობას აპირებდა, ამიტომ ნახირში არ გავუშვი, სოფლის მახლობლად ტყესთან საძოვრად დავტოვე. ძროხებიდან ორი სახლში მოვიდა და 1 კი არა, სანამ ვიპოვე მხოლოდ ძროხის თავი და ფეხები დამხვდა. 2500 ლარიანი ძროხა მგლის წილი გახდა“.
„სოფელში ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები“, – ამბობს არაკელიანი.
დეტალები აუდიოჩანაწერში.