2022 წლის 18 ნოემბერს მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში მერმა ანივარდ მოსოიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2022 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. შეხვედრას მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის რიგითი მოსახლეობა ესწრებოდა.
მერიის 10 სამსახურში ცვლილებები განხორციელდა, 12-მა ახალმა თანამშრომელმა დაიწყო მუშაობა. მერს ჰყავს ორი მოადგილე, მერიას აქვს 10 განყოფილება. 2022 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იყო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმიური ნაწილი 15 778 500 ლარია. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 11 919 900 ლარია.
მერმა ანივარდ მოსოიანმაც ცალ-ცალკე წარმოადგინა, თუ კონკრეტულად რა სამუშაოები იყო შესრულებული მერიის მიერ. მან ცალკე წარმოადგინა რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონული ფონდის მიხედვით.
მიმდინარე წლის განმავლობაში მერიამ მიიღო და განიხილა 704-ზე მეტი განცხადება და წერილი, რომლებიც შემოსულია მაცხოვრებლებისგან, სამინისტროებიდან, დაწესებულებებიდან და პროვინციიდან, რომლებზეც შესაბამისი პასუხი მიიღო. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია სოფელ სათხაში ამბულატორიის, სოფელ გორელოვკაში საბავშვო ბაღის და სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის, ასევე მომზადდა დოკუმენტაცია და გადაეგზავნა სახელმწიფო ქონების სააგენტოს 11 ობიექტზე, მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული და სხვა სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა 2022 წელს 41 ტენდერი და 5 გადაუდებელი და 8 სხვა მნიშვნელობის ტენდერი გამოაცხადა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წელს პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 120 656 ლარის ოდენობით განხორციელდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით – 444 000 ლარი, რეგიონული განვითარების ფონდი – 5 275 342 ლარი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი – 489 000 ლარი.
შეიტყვეთ მეტი ამის შესახებ ჩვენს ვიდეოში.