ორგანიზაცია „CENN“ ახალ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 25 ნოემბერს ნინოწმინდის მერიაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
პროექტი განხორციელდება არასამთავრობო სექტორისთვის, სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
CENN-ის პროგრამის წარმომადგენლის, ლამარა მალხასიანის თქმით, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფინანსური ნაწილი დაეთმობა არასამთავრობო სექტორს, აქტიური ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებს, ასევე იქნება საპილოტე პროგრამა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო სექტორთან ერთად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის პროექტს.
ამის შესახებ უფრო დეტალურად CENN-ის წარმომადგენელმა ლამარა მალხასიანმა გვითხრა.