თავისუფლების ქუჩაზე ღობის მშენებლობა დასრულდა.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან მთავარ ქუჩაზე გზები შემოღობილია. გაზონები შემოღობილია დეკორატიული ღობით, ასევე მოწყობილია მანქანების სადგომი. თავისუფლების ქუჩის ორივე მხარის შემოღობვაზე, ტროტუარების აღდგენასა და ავტოსადგომების მშენებლობაზე ტენდერი 230 000 ლარის ოდენობით, ბათუმის სამშენებლო კომპანია შპს ოლიმპ 2012-მა მოიგო.
ბევრი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ქუჩის გადაკვეთა მოუხერხებელი იყო (ბეტონის გადასასვლელებიც შემოღობილი იყო). თუმცა ამ დროისთვის ბევრი კვლავ კვეთს ქუჩას ღობეებისა და გაზონებზე გადავლით.
ამის შესახებ ქალაქის მოსახლეობას ვესაუბრეთ. ზოგიერთის აზრით, ქუჩის გადაკვეთა უფრო მოსახერხებელი გახდა, მოსახლეობა გაზონს არ დააზიანებს. თუმცა, სხვების აზრით, ღობეები არ შველის, რადგან ხალხი მაინც თელავს გაზონს.
შეიტყვეთ მეტი ჩვენს აუდიო მასალაში.