ნორაშენის ნაწილში მინი-სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
2022 წლის ივნისიდან ნორაშენის რაიონში, ქალაქ ნინოწმინდაში მინი-სტადიონის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. 2021 წლიდან ამაზე 65 000 ლარის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო საძირკვლის, ბეტონის ჩამოსხმა და ღობის გაყვანა.
მეორე ეტაპი დაიწყო 2022 წლის ოქტომბერში და მოიცავდა განათებას, ხელოვნურ ბალახს, სკამებს. ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 48 000 ლარი გამოიყო. სტადიონის მეორე ეტაპის მშენებლობა კომპანია “ოვალ”-მა განახორციელა. შესრულებულ სამუშაოს აქვს 3 წლიანი გარანტია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ხელშეკრულებით, კომპანია ვალდებულია გამოასწოროს ისინი საკუთარი საშუალებებით.