ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, სადღესასწაულო საყიდლებიც დაიწყო. რადიო NOR-ი შეეცადა გაერკვია, თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული ახალი წლის მოსვლა.
მოსახლეობამ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ახალი წლისთვის მზადება დაიწყო. ბევრი უკვე ყიდულობს პროდუქტებს საახალწლო სუფრისთვის. როგორც ხალხი ამბობს ყველაზე მეტი თანხა სასმელებსა და ხორცეულზე იხარჯება. საშუალოდ ახალი წლის აღნიშვნა მოსახლეობას 1000-1500 ლარამდე უჯდება, რადგან პროდუქტების ფასები დღითიდღე იზრდება. მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს მასშტაბურად არ აღნიშნავს, რის გამოც, როგორც ისინი ამბობენ 700-800 ლარს დახარჯავენ საახალწლო პროდუქტისთვის.
ახალი წლის ღამეს თითოეული ოჯახი ცდილობს გემრიელი სუფრა გაშალოს, დაივიწყოს პრობლემები და ხალი წელი ოჯახთან ერთად სითბოსა და ხალისში გაატაროს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ნინოწმინდის მოსახლეობასთან