“ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გამჭვირვებია” – ლუსინე ამირხანიან

“ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გამჭვირვებია” – ლუსინე ამირხანიან

21 წლის ლუსინე ამირხანიანი დაიბადა და გაიზარდა ნინოწმინდაში. 2019 წლიდან სწავლობს თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3 კურსზე.

ლუსინემ, ისევე, როგორც ნინოწმინდის სტუდენების 99%-მა, უნივერსიტეტში “4+1” პროგრამით ჩააბარა ენობრივი ბარიერის გამო. “მართალია ქართულ ენას ვფლობდი გარკვეულ წილად, რადგან სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი ქართულს და ჟვანიას სახელობის სკოლაშიც დავდიოდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ 4 გამოცდა ჩამებარებინა ქართულ ენაზე, მათ შორის გრამატიკა და ლიტერატურა.”

ქართული ენის ბარიერი სამცხე-ჯავახეთსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სხვა რეგიონებში ენობრივი ბარიერი დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამჟამად ინტერესი და აუცილებლობა ენის შესწავლისა უფრო დიდია. სტატისტიკის მიხედვით აბიტურიენტების 70% საქართველოს უნივერსიტეტებში აბარებს, სკოლებსა და ბაღებში ქართული ენა აუცილებელი საგანია, მაშინ როცა 20 წლის კვირაში 1-3 საათი ისწავლებოდა, აუცილებელი გახდა ბილინგური სწავლება საგანმანათოლებლო დაწესებულებებში. თუმცა ლუსინეს აზრით რეგიონებში, ბარიერი მაინც არსებობს.

“მე რუსული სკოლა დავამთავრე და ჩემთვის, როგორც ყველა იმ ახალგაზრდისთვის ვინც რუსულ სკოლაში სწავლობდა ორმაგად რთული იყო უნივერსიტეტში ჩაბარება.” როგორც ცნობილია 4+1 პროგრამით შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებით უნივერსტეტში სწავლა. ეს არის ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე. რუსულ სკოლაში სომხური ენის შესწავლა ნებაყოფლობითია. ამის გამო ბევრი მოსწავლე არ დადის ამ საგანზე. “მე გამირთულდა უნივერსიტეტში ჩაბარება, რადგან მომიწია სომხური ენის კარგად შესწავლა, ჩასაბარებლად. ამიტომ ვთვლი, რომ თუ ჯავახეთში მცხოვრებ აბიტურიენტს საქართველოს უნივერსიტეტებში უნდა სწავლა, მაშინ მან ქართულ ან სომხურენოვანი სკოლა უნდა დაამთავროს.” – ამბობს ლუსინე.

ის ამჟამად მესამე კურსზე სწავლობს და გარდა სწავლისა ადგილობრივ სტუდენტებს ეხმარება უნივერსიტეტში. “თუ მაგალითად საგნების არჩევასთან, ლექტორების შესახებ ან უნივერსიტეტის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ვეხმარები ხოლმე, რათა მალე შეეჩვიონ ახალ გარემოს და ხალხს”.