ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2022 წელს ყველა სახის სამუშაო დასრულებულია. სულ განხორციელებულია 42 პროექტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიიღო 444 000 ლარიანი დაფინანსება. პრიორიტეტების დასადგენად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. თანხა განაწილდა ღამის განათების, შიდასასოფლო გზების, საბავშვო მოედნებისა და ატრაქციონების, წყალსადენი სისტემების, მსხვილფეხა პირუტყვისთვის სასმელი წყლის ადგილების, სანიაღვრე არხებისა და სოფლის მოსახლეობის შესაკრებბი ადგილების მოწყობაზე.
42 პროექტიდან მხოლოდ 5 განხორციელდა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, დანარჩენი 37 პროექტი პირდაპირი ხელშეკრულებით გაკეთდა.