2022 წლის მარტში სოფელ თორიის სკოლის სახურავი ქარის გამო დაზიანდა, ასევე საკლასო ოთახების საკვამურები დააზიანა.
სოფლის სკოლას საკვამურების დაზიანებამდე ღუმელითა და შეშით ათბობდნენ, ახლა კი ელექტრონული გამათბობლებით.
აღსანიშნავია, რომ უკვე 1 კვირაა, რაც სკოლაში ქვაბის სახლის მშენებლობა-შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამათბობელების დამონტაჟება დაიწყება.
სოფელ თორიისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 173 166 ლარის ოდენობის თანხა გამოყო. ტენდერში გაიმარჯვა ინდ. მეწარმე ნორაირ მანასიანმა ახალქალაქიდან, რომელმაც 138 000 ლარად შეასრულა სამუშაო.
დეტალებზე რადიო NOR-ს სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი ესაუბრა.