ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ახალი 5 წლიანი პროექტი “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” იწყება, რომელსაც საქართველოში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით UNAG (გაეროს ასოციაცია) ახორციელებს.
22 დეკემბერს პრეზენტაცია შედგა, სადაც პროექტის ხელმძღვანელებმა მის შესახებ ისაუბრეს. პროექტი 5 წლის განმავლობაში 20 მილიონი ამერიკული დოლარითაა დაფინანსებული და ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. პროგრამის ძირითადი მიზანი არის ის, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს აღქმა იმისა, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. მთავარი ამოცანა ამ პროექტისა არის მოსახლეობის გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში.
პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან 14-29 წლის ახალგაზრდები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არა მხოლოდ ისაუბრებენ არსებულ გამოწვევბსა და პრობლემებზე, არამედ მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს. “ახალგაზრდულ ცენტრებს შორის იქნება მუდმივი კავშირი, იქნება გაცვლითი პროგრამები, თემატური სკოლები, ტრენერთა ტრენინგები, ადვოკაირების კამპანიები და სხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.” – ამბობს ნარინე გინოსიანი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრისა და ქალთა ორგანიზაცია “პაროს”-ის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ერთი თემატური სკოლა მედიაწიგნიერების შესახებ უკვე განხორციელდა, სადაც თითო რეგიონიდან 2 ახალგაზრდა იყო ჩართული. ისინი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.
დეტალურად პროექტის შესახებ ნარინე გინოსიანმა ისაუბრა.