25 დეკემბერს ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში 2022 წლის დახურვითი ცერემონია გაიმართა, სადაც აქტივისტებს მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.
ჰაბის კოორდინატორმა, ირინა კარსლიანმა ჰაბის ერთწლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც განხორციელებული აქტივობებსა და მიღწევებზე ისაუბრა. 2022 წელს ინოვაციური ცოდნის ჰაბში სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის, დასუფთავების აქციები, იდეათონი, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სოციალური და მწვანე მეწარმეობის შესახებ, შემეცნებითი ვიზიტები გორიდან, ახმეტიდან და სომხეთის ინოვაციური ცოდნის ჰაბებიდან და სხვ.
- იდეათონის ფარგლებში 3-მა ახალგაზრდულმა გუნდმა 500 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა პატარა სოციალური საწარმოს საქმიანობის დასაწყებად.
- ჰაბში გაიხსნა ეკო-კლუბი, რომლის მონაწილეებიც გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობებს ატარებენ.
- გაიმართა შემეცნებითი ვიზიტები ნინოწმინდაში და სხვა რეგიონებსა და ჰაბებში.
- გაიმართა მწვანე ბანაკი ბულაჩაურში, სადაც ნინოწმინდის ჰაბიდან მონაწილეებიც იყვნენ ჩართულნი.
- ჰაბის მონაწილეები ესტუმრნენ რეგიონში არსებულ სოციალურ საწარმოებს და გაეცნენ მათ საქმიანობას.
- ჰაბში მოქმედებს ქართული ენის სასაუბრო კლუბი.
- ჩატარდა ტრენინგები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და ტურიზმის შესახებ.
ჰაბის აქტივისტებს გაწეული სამუშაოსთვის გადაეცათ სერტიფიკატები, რის შემდეგაც მოეწყო დახურვითი ცერემონია, რომელსაც მოჰყვა ცეკვა, თამაში და ხალისი.