24 დეკემბერს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კიოკუშინ კარატეში.
ნინოწმინდის სპორტსკოლიდან 10 მონაწილე მწვრთნელი სერგო ქსპოიანის ხელმძღვანელობით თბილისში გაემგზავრა. ისინი ნინოწმინდაში მრავალი პრიზებით დაბრუნდნენ.
მონაწილეობდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯიგრაშენისა და დილითის სპორტსმენები.
ამის შესახებ სერგო ქსპოიანმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა. „ჩვენმა ბავშვებმა ამ ჩემპიონატზე ძალიან კარგად გამოიჩინეს თავი, გოგონებს შორის პირველი ადგილი მარი მარგარიანმა დაიკავა, მე-2 ნარე კირაკოსიანმა, ვალიკო პოღოსიანმა კი ვაჟების კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ასევე მშობლებს მხარდაჭერისთვის და ჩვენს გვერდით ყოფნისთვის.” – განაცხადა ქსპოიანმა.