ნინოწმინდის მერიის სოციალური სამსახურის განყოფილებამ წინასაახალწლოდ მუნიციპალიტეტის 75 მაცხოვრებელს საკვების სახით დახმარება გაუწია.
წელს ასეთი ტიპის დახმარება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო განუთვნილი, ვისი სარეიტინო ქულაც 15 000-ზე ნაკლებია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისათვის 4 950 ლარი იყო გამოყოფილი. თითოეული საკვები პარკის ფასი 66 ლარია.
ამის შესახებ უფრო დაწვრილებით განყოდილების უფროსმა, არმენ დარბინიანმა ისაუბრა.