ნინოწმინდაში საწვავის ფასმა 20 თეთრით დაიკლო

ნინოწმინდაში საწვავის ფასმა 20 თეთრით დაიკლო

რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე საავტომობილო საწვავის ფასები ეცემა. 2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ნინოწმინდაში საწვავი წინა წლის ნოემბერთან შედარებით 20-30 თეთრით გაიაფდა.

როდესაც 2022 წლის მარტში საწვავი გაძვირდა, სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების ფასებმაც მოიმატა. იმატა როგორც ტაქსის მომსახურების, ასევე სამარშრუტო ტაქსის ფასებმაც. თუ კი მანამდე თბილისში მგზავრობისთვის საჭირო იყო 17 ლარი, ახლა საჭიროა 20 ლარი. იგივე სიტუაციაა ტაქსებთან დაკავშირებით. თუ კი ნინოწმინდიდან ახალქალაქში მგზავრობა ღირდა 15 ლარი, ახლა ღირს 20 ლარი.

ამასთან დაკავშირებით რადიო NOR-ი ესაუბრა ნინოწმინდის მოსახლეობას.

Radio NOR · შეიცვლება თუ არა ტაქსის მომსახურების ფასი ნინოწმინდაში?

ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავს დღეს სხვადასხვა ფასი აქვს.
შევრონი:

პრემიუმი – 2.77 ლარი
ევრო რეგულარი – 2.43 ლარი
დიზელი – 3.53 ლარი
ევრო დიზელი – 3.57 ლარი

“ლუკოილ”

პრემიუმი – 3.15 ლარი
ევრო რეგულარი – 2.95 ლარი
დიზელი – 3.85 ლარი
ევრო დიზელი – 3.75 ლარი

“ვისოლი”

პრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.45 ლარი
დიზელი – 3.54 ლარი