თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე, თავისუფლებაზე გაივლით შეამჩნევთ, რომ თოვლის თხელი ფენის ქვეშ მოქცეულია ტკბილეულის, ჩიფსების, პიროტექნიკისა და სხვა ნარჩენები.
გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მუნიციპალიტეტში დაბინძურების პრობლემებზე რადიო NOR-ს არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუმცა ამ საკითხს არც შესაბამისი ორგანოები და არც თავად მოსახლეობა არ აქცევს ყურადღებას.
გარემოს დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების ცვლილება, ან მათი დეგრადაცია – ანუ, თანდათანობით გაუარესება.
- ველური ბუნების, ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება.
- ხმაურმა, არასასიამოვნო სუნმა და გემომ და სინათლით დაბინძურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ცირკადული რიტმის – ანუ, ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი რიტმის დარღვევა და სხვადასხვა დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველგან დევს დიდი თუ პატარა ნაგვის ურნა, მოსახლეობის ნაწილი ნარჩენებს მაინც ქუჩაში ყრის. პატარა ურნების ერთ-ერთი მტერი კი მოხეტიალე ძაღლებია, რომლებიც ურნიდან ნაგავს ისევ ძირს ყრიან.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფოტორეპორტაჟში