17 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წლის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 -2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონება.
დოკუმენტში წარმოდგენილია ძირითადი პრიორიტეტები, რომლებც მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პერიოდში განხორციელდება. 2023-2027 წლებში სოფლებამდე მიმავალი გზები და შიდა გზები მოასფალტდება. ასევე მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგება იგეგმება.
2023 წელს განხორციელდება შემდეგი პროექტები:
- სოფ. საღამოდან დიდი არაქალისა და სათხეს მიმართულებით წყლის მილის გაყვანა – 856 842 ლარი;
- სოფ. ოროჯალარის, ყაურმისა და ჯიგრაშენის წყალგამყვანი მილის რეაბილიტაცია – 968 609 ლარი;
- ქალაქ ნინოწმინდის პუშკინის #43 ეზოს რეკონსტრუქცია – 45 000 ლარი;
- სოფ. გორელოვკის შიდა გზების ასფალტირება – 2 055 032 ლარი;
- სოფ. ჯიგრაშენის შიდა გზების ასფალტირება – 540 830 ლარი;
- სოფ. ოროჯალარის შიდა გზების ასფალტირება – 245 656 ლარი.
იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯება მომავალი წლების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ჩვენ მომდევნო მასალებში გაცნობებთ.
იხილეთ ასევე: