ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გავლისას ხშირად წააწყდებით ტაქსის, სხვა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებსა და ჩვეულებრივ ხალხს, რომელიც მანქანაში რადიო NOR-ს უსმენს. იგივე ხალხი სახლში ტელევიზორს უყურებს ან გაზეთს კითხულობს.
ნინოწმინდის მოსახლეობასთან რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა გამოკითხვა ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რომელი მედია საშუალება ურჩევნიათ მათ.