დღეს, 1 თებერვალს პუშკინის ქუჩაზე ტროტუარისა და სკვერის ნაწილი დატბორილი იყო, იქვე მდებარე წყაროს წყლით.
დილის საათებიდან წყალი იღვრებოდა ტროტუარზე, იქვე ახლად მოწყობილ სკვერში ჩადიოდა, რის გამოც ეს ნაწილი იტბორებოდა და იყინებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წყალმომარაგების სამსახურის უფროს, არზუნ გოროიანს, რომელმაც გვითხრა, რომ გადაჭრიდნენ პრობლემას.
გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლები დატბორვის მიზეზად ასახელებენ მოსახლეობის მიერ წყაროს მილის დაბინძურებას. “ქაღალდები და ხორცის ნაკუწები იყო გაჭედილი მილში. ამის გამოა დატბორილი. მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, რათა აღარაფერი ჩავარდეს და გაიჭედოს მილში.” – ამბობს კომპანიის თანამშრომელი.
მოსახლეობის დაუდევრობის გამო ქალაქის საკანალიზაციო მილები ხშირად ზიანდება და იჭედება.