საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის მერიაში

საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის მერიაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი თანამშრომელი ახალ პოზიციებზე დაამტკიცა. მერიასთან არსებული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჟირაირ შაიბეკიანი, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად კი არტურ შირინიანი დაინიშნა.

შიდა აუდიტისა და ინსპექციის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.

როგორც ჟირაირ შაიბეკიანი ამბობს, მერიის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს მუნიციპალიტეტის ყველა სამშენებლო და რესტავრაციულ სამუშაოებს. გარდა ამისა აღნიშნული სამსახური მუნიციპალიტეტის გარე მდგომარეობას გააკონტროლებს: გარე რეკლამას, ქუჩის ვაჭრობის რეგულირებას, ტროტუარების არასათანადოდ გამოყენების საკითხებს, არალეგალური მიწების გამოყენებისა და სხვა საკითხებს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – ჟირაირ შაიბეკიანი

ჟირაირ შაიბეკიანმა დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსური საქმის სპეციალობით. ორი წელი ერევნის რეგიონალურ კავკასიურ აკადემიაში სწავლობდა. ლიბერთი ბანკში თავდაპირველად ოპერატორის, შემგომ კი ბანკის ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლიდან ნინოწმინდის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექციის სამსახურის უფროსი იყო.

შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი – არტურ შირინიანი

შიდა აუდიტის განყოფილების უფროსაი არტურ შირინიანი 1960 წელს, სოფელ დიდ გონდრიოში დაიბადა. დაამთავრა ერევნის სახალხო მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი ბუღალტრული აღრიცხვისა და სახალხო მეურნეობის ანალიზის სპეციალობი. კვალიფიკაციით ეკონომისია. მუშაობდა სოფელ დიდი გონდრიოს ფოსტის განყოფილებაში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის სამომზმარებლო საზოგადოებაში მთავარი ბუღალტერი იყო. 1990 წლიდან საგადასახადო სამსახურში სამი წელი მთავარ სპეციალისტად, 5 წელი დირექტორის მოადგილედ, შემდგომ კი 7 წელი საგადასახადო სამსახურის დირექტორად მუშაობდა. 2006-2015 წლებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში “პრივატ” ბანკის დირექტორი იყო. 2018-2022 წლებში ერიასთან არსებული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო.