ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი პირველი თებერვლიდან თოვლით დაიფარა. საქართველოს ბევრ რეგიონში ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია. უამინდობამ პრობლემები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გზის მონაკვეთებზეც შექმნა.
სოფლების სათხა-დიდი არაქალი-პატარა არაქლისკენ მიმავალი გზაზე მოძრაობა არ არის შეზღუდული. როგორც ამ სოფლების მოსახლეობა ამ ამბობს, თავისუფლად შეიძლება გადაადგილება.
ნინოწმინდა-ეშტიას გზა თოვლითა და ლიპყინულით არის დაფარული, გზის ნაწილი თოვლისგან დასუფთავებულია, თუმცა მეორე მხარეზე დიდი რაოდენობით თოვლია, რაც სირთულეებს იწვევს ამ გზაზე გადაადგილებისას.
ნინოწმინდიდან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გზა ყინულითაა დაფარული.
ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზაზე (ფარავნის უღელტეხილზე) ღამე მოძრაობა შეზღუდული იყო. გაწმენდითი სამუშაოების შემდგომ, ამჟამად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სოფელ პატარა ხანჩალის გზა თოვლითაა დაფარული, თუმცა სოფლის მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება შესაძლებელია.
მოვუწოდებთ მძღოლებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და იმოძრავონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.