ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს კულტურის სახლში ხშირად იმართება ღონისძიებები. აქ ფუნქციონირებს ცეკვისა და თეატრალური ხელოვნების წრეები, თუმცა კულტურის სახლი ზამთარში, გათბობის არარსებობის გამო არ მუშაობს.
რადიო NOR-თან საუბრისას კულტურის სახლის დირექტორმა, ანდრანიკ ანტონიანმა თქვა: “კულტურის სახლი თბილი ამინდების დროს მუშაობს, რადგან შენობა გაზიფიცირებული არ არის. საჭიროებს შესასვლელის, საცეკვაო დარბაზისა და სხვა ოთახების კოსმეტიკურ რემონტს. ცუდ მდგომარეობაშია სკამები, დარბაზში ელექტროგაყვანილობის პრობლემაა, რიგი კარებებისა და ფანჯრების შეცვლაა საჭირო.
უფრო დაწვრილებით ჩვენს აუდიო-რეპორტაჟში.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მივმართეთ, რათა გაგვერკვია, იგეგმება, თუ არა სარემონტო სამუშაოები. აქ გვიპასუხეს, რომ ამ მომენტისათვის არ იგეგმება, მაგრამ შესაძლოა რაიმე ცვლილება მოხდეს.
რადიო NOR-ი თვალს ადევნებს განვითარებად მოვლენებს და შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ მომდევნო სიუჟეტებში.
იხილეთ ასევე: