ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითში არსებობს რიგი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არ არის სარწყავი სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში დიდი რაოდენობით წყლის რესურსია, რომელიც დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. სოფლის ერთ-ერთი მკვდრის თქმით, დილითის წყალს თითქმის 25-30 სოფელი იყენებს, სოფელში კი სარეწყავი სისტემაც კი არ არის, რომლითაც მოსახლეობა შეძლებდა მინდვრების მორწყვასა და კარგი მოსავლის აღებას.
- სასოფლო-სამეურნეო მომსახურება ძვირდება, პროდუქცია კი იაფდება
- მოსახლეობას პირუტყვის გამოსაკვებად თივა არ ჰყოფნის
- სანიაღვრე არხის წყალი სოფელ დილითის მკვიდრის ეზოში ჩაედინება / ვიდეო
სოფლის მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით არის დაკავებული. ამბობენ, რომ წინა წლის 20-25 ლართან განსხვავებით, თივის 1 შეკვრა 8-10 ლარი ღირს, მაგრამ სოფლის მეურნეობას მაინც არ მოაქვს სარგებელი. “ხორცს ძალიან იაფად ვყიდით. ჩვენ 14-15 ლარად ვყიდით, მაშინ, როცა ბაზარზე 19-25 ლარი ღირს.”
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მოსახლეობას გავესაუბრეთ.