15 თებერვალს ნინოწმინდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამაგიდო თამაშების (შაშკი (დამკა), ნარდი, დომინო) ტურნირი გაიმართა.
ტურნირს ნინოწმინდის საკრებულო მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილებასთან თანამშრომლობით მართავს.
რადიო NOR-თან საუბარში მერიის სპორტისა და ახალგაზრდების საქმის განყოფილების უფროსმა გრიგორ თოპუზიანმა თქვა, რომ ეს საკრებულოს ინიციატივაა, თუმცა განყოფილება ყოველთვის მხარს უჭერს. “უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საინტერესოა. ყველა თემიდან შეიკრიბა ხალხი. გამარჯვებულები კი სიგელებით, მედალებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.”
- ნინოწმინდელმა სპორტსმენმა კარატეს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა/ ვიდეო
- ნინოწმინდაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა
- ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს
61 წლის მელსიკ კარაპეტიანის სიტყვებით, კარგი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა მას არ ჰყოლია შესაბამისი მეტოქე. “ბავშვობიდან ვთამაშობ დამკას.” – ამბობს იგი.
დეტალები ჩვენს აუდიო-მასალაში.
ქვემოთ ჩამოთვლილია სამაგიდო თამაშების გამარჯვებულები:
დამკა
- მელსიკ კარაპეტიანი
- ოთარ ბერიძე
- სევაკ აროიანი
ნარდი
- არმენ კარსლიანი
- ედიკ ახოიანი
- ვოსკან ნაზარიანი
დომინო (წყვილებში)
- მკრტიჩ ვირაბიანი, ვარდგეზ მღდესიანი
- ვაღინაკ არზუმანიანი, არტაკ ბდოიანი
- ერვანდ ირიციანი, კიმიკ ავაგიანი