ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 32 სოფელია, რომლის 25%-ც (8 სოფელი) დღემდე არ არის გაზიფიცირებული. თუმცა ბუნებრივი აირის პრობლემას ის სოფლებიც აწყდებიან, სადაც არის გაზგაყვანილობა. თბილი ამინდების დროს მოსახლეობა ნაკლებ გაზს ხმარობს, შესაბამისად, მაღალწნევიანი აირი არ სჭირდებათ. ხოლო ზამთრის თვეებში, როდესაც ხალხი გამათბობელებს იყენებს, ბუნებრივი აირის საჭიროებაც იზრდება. ასეთ შემთხვევაში გაზი არ არის საკმარისი.
აღნიშნულ პრობლემას წააწყდა განძის სოფლის თემის მოსახლეობა.
რადიო NOR-თან საუბარში, სოფელ განძანის ერთ-ერთი მოსახლე ამბობს: “იმის გამო, რომ ხალხის დიდი ნაწილი ცენტრალურ გათბობაზეა გადასული, გაზი არაა საკმარისი გამათბობელების ნორმალურად მუშაობისთვის, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ხალხი იძულებულია გათბობის სხვა საშუალებები მოძებნოს.” – ამბობს ტიგრან ნალბანდიანი.
დეტალები ჩვენს აუდიო ჩანაწერში.
განძის სასოფლო თემის წარმომადგენლის, ჰრაჰავატ სირაკანიანის სიტყვებით, დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ გაზის მიწოდება აღდგენილია, თუმცა ძლიერი ყინვების დროს ისევ აწყდებიან ამ პრობლემას. იგივე პრობლემა სოფელ საღამოსა და ფოკაშიც არის.
ამ თემაზე გავესაუბრეთ SJGC გაზის კომპანიის დირექტორს, ვრეჟ ბერიკიანს.
მისი სიტყვებით, ბოლო დროს გაზის დიდი მოცულობით მოხმარებას აკვირდებიან, რატომაც ზოგიერთ სოფელში ბუნებრივი აირის უკმარისობაა. “გაზაფხულზე ვაპირებთ ახალი გაზსადენი მილების აშენებას და ახალ ხაზზე გავიყვანოთ, რადგან არსებული მილები არ არის გათვლილი დიდი მოცულობის ბუნებრვი აირისთვის. ჯერ-ჯერობით ვერაფერს შევცვლით.
დეტალები აუდო ჩანაწერში.