ნინოწმინდაში ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება

ნინოწმინდაში ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება

ჯავახეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო (ქართული) ენა. ასეთი სიტუაციაა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც.

უფროსი თაობამი ამ რეგიონებში ფაქტობრივად არ ფლობს ქართულ ენას. ენის არცოდნა ხალხს არ აძლევს საშუალებას იყონ საკუთარი ქვეყნის აქტიური მოქალაქეები, მის საზოგადოებრივ და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, და რაც მთავარია, ინტეგრაციის, რადგან ენის არცოდნის გამო შეუძლებელია კომუნიკაციის დამყარება.

სულ რამდენიმე წელია, რაც სახელმწიფო ენის სწავლის ტენდენცია რეგიონში გაუმჯობესდა. გამოჩნდა სხვადასხვა შესაძლებლობა საჯარო პირებისთვის, აბიტურიენტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

ჯამში, ყოველწლიურად უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სწავლობს ქართულ ენას.


ქართული ენის კურსები საჯარო მოხელეებისთვის


რადიო NOR-მა შეეცადა გაერკვია, თუ რა დონეზე მიმდინარეობს სახელმწიფო ენის სწავლება ნინოწმინდაში არსებულ ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ ზურაბ ჟვანიას სკოლის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელს, ჟუჟუნა ბანძელაძეს.

როგორც ბანძელაძე ამბობს, დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგიონალური სასწავლო ცენტრის 250 ბენეფიციარი სწავლობს ქართულ ენას. სულ 20 ჯგუფია.

2014 წლიდან დღემდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზ. ჟვანიას სკოლაში 4000-მა ბენეფციარმა გაიარა სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროგრამის სხვადასხვა კურსი.

ქართული ენის სწავლება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში რეგიონულ სასწავლო ცენტრში და მობილურ ჯგუფებში, ასევე დისტანციურად ქართული ენის დაწყებით, საბაზო და საშუალო კურსებზე მიმდინარეობს.



სკოლის მოსწავლეები არიან პედაგოგები, საჯარო მოხელეები, ბაღის აღმზრდელები, სტუდენტები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და სხვა.

გამოიყენება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პედაგოგიური მეთოდები. სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამა ტარდება A1, A2, A2+, B1, B2+ დონეზე. მსმენელებისა და ტრენერებისთვის ძირითადი დაბრკოლებებია: ინტერნეტის გაუმართაობა, ტრანსპორტი, კომპიუტერების ნაკლებობა (ტელეფონები გამოიყენება დისტანციურ ჯგუფებში);

ნინოწმინდაში ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გაზრდის ტენდენციაა. მოსახლეობა სულ უფრო მეტად ინტერესდება ქართული ენის შესწავლით.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის გარდა, სადაც სახელმწიფო ენა ისწავლება, ქართული ენის სწავლების სხვა პროგრამებიც არსებობს.