რა ბედი ეწევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებულ სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს?

რა ბედი ეწევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებულ სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს?

მთავარი ფოტო აღებულია არქივიდან

რამდენიმე კვირის წინ რადიო NOR-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მიმავალ გზაზე ტექნიკამ სოფელ ჟდანოვში გზის მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებასთან ერთად, აქვე მდებარე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერიც მოხსნა.

სოფელ ჟდანოვის მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ბარიერი დაგებული იყო სოფლის რწმუნებულების ინიციატივით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით მნაცაკან ბაბაჯანიანს, გორელოვკის სასოფლო თემის წარმომადგენელს მერიაში, რომელმაც გვიპასუხა, რომ გაარკვევს დეტალებს ბარიერთან და მის ახლად დაგებასთან დაკავშირებით.

რადიო NOR-ი ასევე დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც ასევე გვიპასუხეს, რომ შეისწავლიან სიტუაციას.

აღსანიშნავია, რომ გზის ამ მონაკვეთზე არის საგზაო ნიშანი, რომელიც ბარიერის მოახლოებას აღნიშნავს, თუმცა ბარიერი არ არის.

ნინოწმინდის გზებზე არსებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ცუდ მდგომარეობაშია. სექტემბერში ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე შსს-ს პროექტით კომპანია “ჯავახავტოგზამ” სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დააგო, რომლებიც 10 დღის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. მერიაში ამბობენ, რომ არსებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ბარიერების დაზიანების მიზეზი სატვირთო მანქანებია, რომლებიც ამ გზაზე გადიან.



შეკეთდება ეს ბარიერები თუ არა დამოკიდებულია იმაზე, მიმართავს თუ არა მერია წერილობით საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებობს ასეთი ბარიერები, თუმცა მათი დიდი ნაწილი აშენებულია მოსახლეობის მიერ ასფალტის ფენით და არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის, რის გამოც მძღოლები ღამით მათ ხშირად ვერც კი ამჩნევენ. ზოგიერთი ბარიერი საღებავით არის მონიშნული, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც არ ჩანს. თვითონ ქალაქში უკვე არსებული პლასტმასის ბარიერები დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს. ჯერ-ჯერობით მერიაში არ არის ახალი ბარიერების დამონტაჟების ან ძველის შეკეთების გეგმები, თუმცა განვითარებული მოვლენების შესახებ რადიო NOR-ი გაცნობებთ.